პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან

2019-10-17 10:50:02

რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 33 წლის ქალს ელენთა ამოკვეთეს, პაციენტს აღენიშნებოდა მხრის ძვლის მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მოტეხილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრამვა. გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია, მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

სტაბილურად მძიმეა 4 წლის ბავშვის მდგომარეობაც, მას ციციშვილის სახელობის კლინიკაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მცირეწლოვანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შეგახსენებთ რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მეგობრობის გამზირზე გუშინ საღამოს მოხდა, მოტოციკლი ზებრა გადასასვლელზე 33 წლის ქალსა და 4 წლის ბავშვს დაეჯახა.