C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

2019-10-16 16:53:19

რუსთავში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის ორგანიზებით, დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ მხარდაჭერით სახელმწიფო პროგრამით მიმდინარე C ჰეპატიტის საკომუნიკაციო კამპანიის „შენC„ ფარგლებში შეხვედრა ლოზუნგით "ერთად დავამარCხოთ C ჰეპატიტი" გაიმართა.

შეხვედრამ ხელი უნდა შეუწყოს ქვემო ქართლის რეგიონში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და C ჰეპატიტის ტესტირებაზე მუნიციპალური ორგანოების დახმარებით რეგიონში დასახლებული მოსახლეობის მობილიზებას.

"დღეს ჩვენ შევხვდით  დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას, საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც პროპაგანდას უწევს ჯანსაღ ცხოვრებას და C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის უფრო მეტად გავრცელებას მოსაცხლეობაში. მოგეხსენებათ სახელმწიფო პროგრამა არის მნიშვნელოვანი და მისი სერვისით სარგებლობა იქნება უმნიშვნელოვანესი ჩვენი მოსახლეობისათვის. ჩვენ ყოველმხრივ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროგრამის გავრცელებას, რომ უფრო მეტი მოსახლე ჩაერთოს კვლევებში და გამოიყენოს ის შესაძლებლობა, რაც ამ რთული დაავადების განსაკურნებლად არის შემოთავაზებული სრულიად უფასოდ სახლემწიფოსგან " -
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

დაგეგმილ აქტივობებში ყრუ-მუნჯთა ასოციაცის მონაწილეობა კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოების ამ ნაწილის ტესტირებაზე მობილიზებას და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას.  საქართველოში 2015 წლის 1 აპრილიდან მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა.

პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი უფასოდ. მკურნალობა ხორციელდება ბოლო თაობის, ძვირი ბრენდული პრეპარატებით, რომელიც გამოირჩევა თითქმის 100 % იანი განკურნების ალბათობით.
დღემდე პროგრამაში ჩაერთო 61 000-ზე მეტი მოქალაქე, მათგან მკურნალობა დაასრულა 56 000 პაციენტმა. განკურნების მაჩვენებელი 98% შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ უნიკალური შესაძლებლობისა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ მიუმართავს პროგრამისთვის, ასევე არ არის გამოვლენილი დაახლოებით 90 000  ადამიანი, რომელნიც კვლევის მიხედვით სავარაუდოდ C ჰეპატიტით არიან ინფიცირებული. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ქ.რუსთავის მერის მოადგილე, დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის და სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“ და ყრუ-მუნჯთა ასოციაციის წარმომადგენლები. ასევე, ცნობილი კალათბურთელი ანატოლი ბოისა.