აფეთქებას მეტროში ათამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ვიდეო).

2017-04-03 16:52:32

სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა. ამ დროის მონაცემებით, აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დააშავდა. ამ დროისთვის მეტროსადგურიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. რუსეთის ხელისუფლება აფეთქების მიზეზად განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის ტერორისტულ აქტსაც. მომხდარის გამო დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული მოსკოვის მეტროპოლიტენში.