ბინები სოციალურად დაუცველებს [video]

2019-10-16 11:20:42

რუსთავში, 52-მა სოციალურად დაუცველმა, თავშესაფრის მაძიებელმა ოჯახმა საცხოვრისი მიიღო. [ვიდეო/video]

რუსთაველი სოციალურად დაუცველები, საცხოვრისში, დღეიდან შესახლდებიან.

სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მე-11 მიკრორაიონში, რუსთავის მერიამ 2018 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტში დაასრულა.

2019 წლის თებერვალში, მერის ბრძანებით შეიქმნა ,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია“, რომელშიც ადგილობრივი მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორის, მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები და ქალაქის საკრებულოს წევრები მუშაობდნენ.

2018 წლის დეკემბერში, ქალაქის საკრებულომ „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“ დაამტკიცა, განისაზღვრა კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ბენეფიციართა შერჩევა მოხდებოდა.

კომისიამ საკრებულოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, შეარჩია სოციალურად დაუცველი, თავშესაფრის მაძიერბელი 52 რუსთაველი ოჯახი. რუსთავში, სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზუნველყოფა, სპეციალურად მათთვის, მუნიციპალიტეტის მიერ აშენებული ფართით, პირველად მოხდა.

საცხოვრისის მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 800 097 ლარია.

საცხოვრისის გახსნას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ესწრებოდნენ, მათ ბენეფიციარებს პირადად გადასცეს ახალი ბინების გასაღები.