უსიამოვნო სუნი, რუსთავის, მაცხოვრებლებს დაახლოვებით ერთი წელია აწუხებს. [ვიდოე/video]
არასასიამოვნო სუნი რამდენიმე მიკრორაიონში, განსაკუთრებით ღამის საათებში მძაფრდება. ადგილობრივები, უკვე რამდენიმე თვეა, აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებენ და შესაბამისი სამსახურებისგან რეაგირებას მოითხოვენ.
ქალაქში უსიამოვნო სუნის გავრცელების კერად, რუსთავის მიმდებარედ არსებული სოკოს ქარხანა სახელდება. არასასიამოვნო სუნის გავრცელების მიზეზად კი საწარმოში, კომპოსტირების პროცესი სახელდება.
საწარმოში, გარემოს დაცვის სამინისტროს ქვემო ქართლის სამმართველოსა და სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც საწარმოო პროცესი შეამოწმეს.
"ინსპექტორების მიერ მოხდა საწარმოო პროცესის დათვალიერება და შესწავლა. შედგა შესაბამისი აქტები გამოთხოვილი იქნა დოკუმენტაცია და მოხდება ამ ყველაფრის განხილვა. თვითოონაც დაინტერესებულები არიან და დამატებით პროცედურებს ცვლიან ტექნოლოგიაში, რომ ნაკლებად გავრცელდეს სუნი", - განაცხადა ინსპექტირების უფროსმა ვასილ დათიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ქარხნის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ უსიამოვნო სუნი, ნაწილობრივ, სწორედ სოკოს საწარმოდან ვრცელდება, მაგრამ მათი აზრით, ქალაქში უსიამოვნო სუნის, შესაძლოა, სხვა კერაც არსებობდეს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში არსებული უსიამოვნო სუნის გავრცელების კერის აღმოსაჩენად ექსპერიმენტიც ჩატარდა. ნახეთ ბმული