"ზღაპარი ხარ"

2019-10-16 16:46:51

"ზღაპარი ხარ" - რუსთავში, "ნაირას ბაღში" კლიპის გადაღებები მიმდინარეობს.

მომღერალმა, ნინო ბაღიაშვილმა, ყვავილების ბაღის შესახებ, რომელიც ნუგზარ ძნელაშვილმა გარდაცვლილი მეუღლის, ნაირა ძნელაშვილის სახელის უკვდავსაყოფად გააშენა, სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგო და ამ ლოკაციაზე, კლიპის გადაღება გადაწყვიტა.

"დამიკავშირდა ბატონი ნუგზარი, რომელიც უსმენდა ჩემს სიმრერებს და მითხრა რომ არსებობდა "ნაირას ბაღი". მან მითხრა, რომ მეუღლე გარდაეცვალა და სიყვარულის ნიშნად უვლიდა ამ ბაღს. ძალიან დამაინტერესა, იდეამ, რომ სწორედ სიყვარულს ეძღვნებოდა და ამიტომ ჩამოვედი სტუმრად. გადავწყვიტე მიმეძღვნა ერთი სიმღერა და ამდროისთვის ვიდეორგოლის გადაღება მიმდინარეობს. სიმღერას ჰქვია "ზღაპარი ხარ" და მინდა, რომ ყველა შეყვარებულს ვუსურვო ზღაპრული დასასრული.", - განაცხადა მომღერალმა ნინო ბაღიაშვილმა.

ტექსტის ავტორი, თავად მომღერალი და ნონა მულაძეა, მუსიკა ნონა მულაძეს, არანჯირება კი ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის.