რუსთავს 5 ყვითელი ავტობუსი გადაეცა

2019-10-20 00:57:45

რუსთავს, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 5 მუნიციპალური ავტობუსი გადასცა - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავში მოძრავ 5 მარშრუტს თითო ავტობუსი დაემატა.

ავტობუსები დაემატა:

#1, #2 , #5, #6 და 7 ნომერს.

"ავტობუსებმა მუშაობა 11 სექტემბერს დაიწყო. ავტობუსები როცა მოგვივიდა არ იყო გამართული. ჩვენ ძალიან ბევრი რამე დავამატეთ. საბურავები, რაც მთავარია, ნაწილები, რაც სჭირდებოდა. ზოგი გაჩერებული იყო არ მუშაობდა, რაც იყო გასაკეთებელი ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ეს ავტობუსები გავაკეტეთ და გავამზადეთ იმისათვის, რომ ქალაქში ემუშავა", - განაცხადა ექპლუატაციის უფროსმა ავთანდილ ბოკერიამ.

რუსთავში, თითოეულ მარშრუტზე, ყოველდღიურად, გარდა შაბათ-კვირისა, 4 ავტობუსი მუშაობს, ხოლო შაბათ-კვირას 3.