რუსთავის მერიის თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზარდათ - ამის შესახებ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ცვლილებების განხორციელება შრომის ანაზღაურების ფონდში არსებული ეკონომიების ხარჯზე მოხდა.
თაბამდებობრივი სარგოები გაეზარდათ:
1) აუდიტის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელს - 400 ლარით.
2) ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის განყოფილებისპირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებს;
1 მოხელეს - 200 ლარით
1 მოხელეს - 400 ლარით
3) მეორადი სტრუქტურული ერთეულის შიდა კონტროლის და მონიტორინგის განყოფილების ხელმძღანელს - 400 ლარით.
4) შიდა კონტროლის და მონიტორინგის განყოფილების მეორე კატეგორიის უმცროს სპეციალისტებს 2 მოხელეს - 250 ლარით.
5) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრასპორტის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს 1 მოხელეს - 200 ლარით.
6) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობა რეაბილიტაციის მართვის განყოფილების ხელმძღვანელს - 200 ლარით.
ანაზღაურება მერიის 8 თანამშრომელს მოემატა.