რუსთავიდან ასობით მგზავრი თბილისში ვერ მიდის.
"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და პრობლემის შესახებ ამცნეს.
ადგილზე გადამოწმების დროს აღმოჩნდა რომ, გმირთა მოედანთან (ვარკეთილის მარშრუტი), მე-19 მიკრორაიონში (მაღლივის მარშრუტი), მე-12 მიკრორაიონში (რკ. სადგურის მარშრუტი), თოდრიას წრესთან (დიდუბის მარშრუტი) 9 საათიდან 10 საათამდე დროის მონაკვეთში მიკროავტობუსების დეფიციტი იყო და სადგურზე უმეტესწილად საერთოდ არ იყო სატრანსპორტო საშუალება.
ასობით მგზავრი ცენტრალურ ქუჩებს მიუყვება და მთავარი ხიდისკენ მიემართება იმ იმედით რომ მიკროავტობუსში ასვლა მოახერხოს.
კომპანია "ინტერტრანსში" აცხადებენ რომ - "პიკის საათია და მოძრაობა გადატვირთულია, სწორედ ამის გამო მიკროავტობუსები დროულად ვერ ახერხებენ რუსთავში დაბრუნებას".