პარკში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს

2019-10-14 17:51:32

"რუსთავსერვის ცენტრის" ორგანიზებით, ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, სამუშსაოები პარკში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

დასუფთავების სამუშაოების გარდა, ასევე მოწესრიგდება და შეიცვლება დაზიანებული სანათი მოწყობილობები.

სამუშაოებში ჩართულები არიან „რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავებისა და გარე განათების სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე ასევე, მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.