მამაკაცებმა რამდენიმე კგ. ოქრო გაიტაცეს

2019-10-14 11:42:47

თურქეთში, საქართველოს მოქალაქე, გელა ბებია ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს.

როგორც ადგილობრივი მედია საშუალებები იუწყებიან, გელა ბებია, ორ მამაკაცთან ერთად საიუვილერო მაღაზიის მეპატრონეს და მის შვილს თავს დაესხა, ცრემლსადენი გაზი შეასხა და ოქროთი სავსე ჩანთა წაართვა.

არსებული ინფორმაციით, ყაჩაღობაში მონაილე ორი მამაკაცი ადგილიდან ავტომობილით მიიმალა, ხოლო გელა ბებიას თვითმხილველება გაქცევის საშუალებვა არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი მამაკაცების სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.