მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-10-13 17:15:53

14 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

15 ოქტომბრიდან ქვეყნის ტერიტირიის უმეტეს ნაწილზე მზიანი დღე იქნება. ნალექი შეწყდება. 18 ოქტომბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში 14 ოქტომბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 14-15 ოქტომბერს +24, +26 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო 15-17 ოქტომბერს +25, +27 გრადუსამდე დათბება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 14 ოქტომბერი +24°C, 15 ოქტომბერი +24°C, 16 ოქტომბერი +27°C, 17 ოქტომბერი +26°C.