ხელის თხოვნა სტადიონზე [video]

2019-10-14 00:02:58

12 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველო ირლანდიას შორის გამართული მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, თუმცა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების გულეშემატკივარმა, რუსთაველმა ბიჭმა, რომელმაც თა­მა­შის შეს­ვე­ნე­ბი­სას შეყ­ვა­რე­ბულს, ნინი თოიძეს ცო­ლო­ბა სთხო­ვა. [ვიდეო/video]

ამ ამ­ბის გან­ხილ­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე გა­და­ი­ნაც­ვლა. რუსთაველებს აინ­ტე­რე­სებთ, ვინ არის ბიჭი, რო­მელ­მაც გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ურპრი­ზი მო­უ­წყო საყ­ვა­რელ გო­გო­ნას.

რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი და ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გოგოლაძე 31 წლისაა . როგორც ის "ინფო რუსთავს" უყვება, ნინი თოიძე რუსთავის ქუჩებში შენიშნა. გოგონა მოეწონა და მისი მოძებნა გადაწყვიტა. 22 წლის ნინი ფარმაცევტია და ახალგაზრდა ბიჭმა გოგონას კვალს სწორედ რუსთავის ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში მიაკვლია.

გიორგი გოგოლაძის თქმით, სიურპრიზების მოწყობა უყვარს და საყვარელ გოგონასაც ხშირად ანებივრებს. რაც შეეხება ხელის თხოვნას, რუსთაველმა ახალგაზრდამ შეყვარებულისთვის კითხვის "ცოლად გამომყვები?" დასმა თამაშამდე 1 კვირით ადრე გადაწყვიტა.

შეყვარებულებს თითქმის 2 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ურთიერთობა კი ქორწინებით ოქტომბრის თვის დასასრულს დაგვირგვინდება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები