2019-10-12 19:27:43
რუსთავში, ტექნიკის მაღაზიის ვიტრაჟი ჩაიმსხვრა. შემთხვევა შარტავას გამზირზე მოხდა. როგორც მაღაზიის თანამშრომლები აცხადებენ, მინის დაზიანება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.