შეყვარებულებმა ტყე დატოვეს [video]

2019-10-13 00:12:44

რუსთავის ტყის სასიყვარულო თავგადასავალი დასრულდა. ცივილიზაციიდან გამოცეულმა შეყვარებულებმა ახლა ტყის მიტოვება და უკან, ცივილიზაციაში დაბრუნება გადაწყვიტეს. ახალგაზრდა წყვილის უცნაურმა ისტორიამ და ცხოვრების განსხვავებულმა წესმა სულ რამდენიმე თვეს გასტანა. [ვიდეო/video]

ინფორმცია "ინფო რუსთავმა" რუსთავში, მდინარე მტკვრის პირას არსებულ ტყეში, 23 წლის ბიჭისა და მისი მეგობარი გოგონას ცხოვრებასთან დაკავშირებით, ივლისის თვეში გაავრცელა. ფაქტს საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელთა კომენტარებიდან ირკვეოდა, საზოგადოების ნაწილის აზრით, წყვილისთვის ეს დროებითი გატაცება იყო. "პირველი წვიმის მერე ან რო აცივდება, დაიშლებიან", "ზამთარშიც გააკეთეთ სიუჟეტი ამათზე საინტერესოა სიცივეს როგორ გაუმკლვდებიან კარავში", - წერდნენ კომენტარებში.

რა გახდა ახალგაზრდების ტყიდან წასვლის მიზეზი, ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა თუ რაიმე სხვა გარემოება, "ინფო რუსთავისთვის" უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ახალგაზრდა წყვილმა ტყიდან წასვლა და ქალაქური ცხოვრების გაგრძელება გადაწყვიტა.