რუსთავში ინტოქსიკაცია 4 ადამიანმა მიიღო

2019-10-12 10:27:04

რუსთავში, ოჯახის 4 წევრი ინტოქსიკაციის გამო ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით გაზქურაზე კერძის დაიწვა რის გამოც იყო ძლიერი დაკვამლიანება.

30 წლის ქალი და 37 წლის მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოში, ხოლო 7 და 5 წლის ბავშვები, ბავშვთა საავადმყოფოში მოათავსეს.

პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.