წარწერა "რუსთავი" "rustavi" [photo]

2019-10-11 22:54:53

რუსთავის შემოსასვლელში წარწერა გაკეთდება.

წარწერა "რუსთავი" 2 ენაზე, ქართულად და ინგლისურად, 30 მეტრის სიმაღლის კონსტრუქციაზე დამონტაჟდება.

ძირითადი კონსტრუქციის ფერი იქნება თეთრი, ასოების ფერზე კი მსჯელობა მიმდინარეობს.

წარწერა ქალაქის შემოსასვლელში დამონტაჟდება, ასევე კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

ქალაქის სახელი გამოჩნდება შორი მანძილიდანაც, ღამით კი ასოები განათდება.

პროექტის განხორციელება მომდევნო წელს იგეგმება.