გამოფენა სამხატვრო სკოლაში [photo]

2019-10-11 19:20:36

რუსთავის, ნიკო ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლის პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიება სამხატვრო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგ ქეთევან დათუაშვლის მიეძღვნა.

"გამოფენა ეძღვნება ქალბატონ ქეთევან დათუაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობის დამთავრებას, რომელიც 32 წელი ასწავლიდა სამხატვრო სკოლაში. ძალიან ბევრი თაობა გაზარდა, მათ შორის თქვენი მონა მორჩილი მე. აკადემიის პროგრამა, რაც იყო ხელოვნების ისტორიაში გვასწავლა ყველაფერი", - განაცხადა მხატვარმა დავით დოთიაშვილმა.

გამოფენაზე 7 მხატვრის, გოგი ჩინჩალაძის, კონსტანტინე ქურციკიძის, ნათია მაისურაძის, ბესარიონ როსტიაშვილის, მარიამ იჩქითის, ამირან ივანიძისა და დავით დოთიაშვილის, სხვადასხვა სტილში შესრულებული 30 ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი.