უპარკინგო ქუჩები (ფოტოები).

2016-11-04 17:28:38

ტროტუარებზე  გაჩერებული ავტომობილები, ფეხით მოსიარილეებისთვის ერთ -ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.  პარკინგის არ არსებობის გამო, ფეხით მოსიარულეთა ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომობილებს რუსთავის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე შეხვდებით. ტროტუარებზე მანქანების განსაკუთრებული სიმრავლე მეგობრობის ქუჩასა და ე.წ. სტამბულის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზეა.მძღოლების თქმით, პარინგის არ არსებობისა და ქუჩებზე დამონტაჟებული გაჩერების ამკრძალავი ნიშნების გამო, იძულებულები ხდებიან ავტომანქანები ტროუარებზე გააჩერონ. საჭესთან მსხდომები პრობლემის მოგვარების საშუალებად, ქალაქში პარკინგის მოწყობას მიიჩნევენ. რუსთავის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, კერძო ობიექტების მფლობელ პირებს, სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ, პარკინგის მოსაწყობად ტერიტორია იჯარით აიღონ. რუსთავის არქიტექტურის სამსახურში კი აცხადებენ რომ, იმ ქუჩებზე რომელთა რიაბილიტაციაც უკვე ხორციელდება ან სამომავლოდ იგეგმება, საპარკინგე ადგილი პროექტში უკვე გათვალისწინებულია. რაც შეეხება სხვა ქუჩებს, არქიტექტურის სამსახური  პარკინგის მოწყობის შესაძლებლობას მოსახლეობის მიმართვისა და საჭიროების  მიხედვით განიხილავს.