ხანძარი რუსთავში [video]

2019-10-11 13:37:59

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი საწყობში, ელექტროსადენებს გაუჩნდა.

"მაღაზიაში ვიმყოფებოდით ყველა თანამშრომელი. სრულიად მოულოდნელად წამოვიდა სასაწყობო ფართიდან ძლიერი დაკვამლიანება. დაკვამლიანება იმდენად ძლეირი, იყო ვერ შეცვედით, გამოვედით გარეთ და გამოვიძახეთ სახანძრო. ზარალი რამდენიმე ათეული ათასი იქნება, იმიტომ, რომ ის მხარე სადაც ცეცხი გაჩნდა ის პროდუქცია ფაქტობრივად მთლიანად განადგურებულია", - განაცხადა მაღაზიის მფლობელმა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ხანძარი 15 კვ/მ ფართობზე იყო გავრცელებული. მეხანძრე მაშველებმა, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.