საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქვეითად მოსიარულეებს აქტიურად აჯარიმებენ.
დღეს დილით რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს მეგობრობის გამზირზე, კონკრეტულად კი ფალიაშვილის კენტი ნომრებიდან კლდიაშვილის ქუჩის მიმართულებით არსებულ მონაკვეთზე.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქვეითებს ძირითადად მეგობრობის და შარტავას გამზირზე, ასევე თოდრიას და მესხიშვილისე ქუჩებზე აჯარიმებენ. ჯარიმის ოდენობა 10 ლარია. მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით იმის გამო ჯარიმდებიან რომ ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობენ და საავტომობილო გზას იქ კვეთენ სადაც ნებადართული არაა
აღსანიშნავია რომ თოდრიას ქუჩაზე საავტომობილო გზა უკვე რამდენიმე თვეა რაც დახაზეს. გზაზე მონიშნულია 6 გადასასვლელი თუმცა ქვეითების ნაწილი ზებრა გადასასვლელით მაინც არ სარგებლობს.