11 ოქტომბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-10-10 18:56:00

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ოქტომბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში ლეონიძის, ლესელიძის ქუჩებზე, მე-20, 21-ე მიკრორაიონებში, ხოლო 13:00-დან 13:30 საათამდე - ლომოურის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის, ახმეტელის, ჭყონდიდელის, თბილისის ქუჩებზე, მე-6, მე-7, მე-11 მიკრორაიონებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.