პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

2019-10-10 16:11:06

"დაგვიცავით რუსთავის მოძალადე პროკურატურისგან"- თბილისში, ორთაჭალაში მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 2017 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მომხდარი ინციდენტის, სამართლიან განხილვას მოითხოვენ.

საუბარია წამებისა და გაუპატიურების ფაქტზე, რომელიც 2017 წელს სოფელ ყარაჯალარში მოხდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი და მეზობლის ცოლი, 3 დღე სასტუმროში ერთად იმყოფებოდნენ. აღნიშნული ფაქტის შემდეგ 29 წლის ქმარმა, მამაკაცს შეხვედრა დაუთქვა, სადაც მეგობრებთან ერთად მივიდა. 45 წლის მამაკაცი, ჯერ ადგილზე სცემეს, მოგვიანებით კი, სოფლის თავში აიყვანეს და აწამეს, გავრცელებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა გაუპატიურებასაც. [ვიდეო/video]

აქციის მონაილეები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებული რაჰიბ კარიმოვი, ნიჯატ ბაბაევი და ჩინარ მეხდიევი უდანაშაულონი არიან. მათი თქმით, რუსთავის სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ისინი დახმარებას თბილისის პროკურატურისგან ითხოვენ და აპელაციის პასუხებს ელოდებიან.

"2017 წელს ჩვენს სოფელში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს. მათგან 3 სრულიად უდანაშაულოა და ტყუილად სხედან ციხეში. სამივე პირს, სულ ტყუილად 12 წელი მიუსაჯეს", - აცხადებს დაკავებულის ახლობელი.

შსს ფაქტზე გამოძიებას, 144-ე პრიმა მუხლით აწარმოებდა, რაც წამებას გულისხმობს.