რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით წარმოდგენილ ცხრა საკითხზე იმსჯელეს. საკითხთა უმეტესობა რუსთავის მუნიციპალიტეტის მხრიდან, სხვადასხვა შ.პ.ს.-ებთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე დასტურის მიცემას ეხებოდა.
"გამოტანილი იყო რიგი საკითხები, რომელიც ეხებოდა ვალდებულების მოხსნას, კერძოდ ერთმა კომპანიამ ქ.რუსთავში დაასრულა კორპუსის მშენებლობა და უფლება მივეცით მიიღონ ექსპლუატაციაში. ასევე იყო საკითხები, რომლებიც ეხებოდა ვალდებულებების გადავადებას, მაგალითად მოსახლეობამ, რომლებმაც აუქციონის საშუალებით იყიდეს მიწები და ვერ განახორციელეს მშენებლობები, რისი ნაკისრი ვალდებულებებიც ქონდათ აღებული, მოხდა ამის გადავადება და გავიტანეთ ბიუროზე" - "ინფრო რუსთავთან" საუბრისას ქონების მართვის ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ჯანგიძემ განაცხადა.
კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, დღის წესრიგით გათვალისწნებული ცხრა საკითხიდან, რვა საკითხი, შემდგომ განსახილველად საკრებულოს ბიუროს გადაეცა.