ავარია რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე

2019-10-10 13:23:53

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე.

"ლადა"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.