"ინფო რუსთავი"-ს ჯგუფში რუსთაველი ქალი განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
მისი თქმით მას მამაკაცმა რომელიც მისი ბინა იქირავა საოჯახო ტექნიკა მოიპარა და მიიმალა. განცხადების კომენტარებით ირკვევა რომ აღნიშნული დანაშაული მამაკაცს არაერთხელ აქვს ჩადენილი.
"მოგესალმებით, პიროვნება მ.მ. მყავდა ბინაში შეშვებული, როლელმაც გაიტანა სარეცხის მანქანა და კიდევ ბევრი საჭირო და გამოსადეგი ნივთი!!!!! არავითარ შემთხვევაში არ შეუშვათ სახლში! არის ძალიან სოლიდურიი ვიზუალის და იმიჯის მქონეეე და ამან არ მოგატყუოთ!!!!!!. თუ საიდანმე ეს ინფორმაცია მის ყურამდე მივააა აუცილებლად ვიპოვით. პოლიციაშია გადაცემული საქმე! მისივი იქ ცხოვრების დროს ვიყიდეეთ ის სარეცხის მანქანაა და არანაირად არ უნდა შერჩეს!" - წერს "ინფო რუსთავი"-ს ჯგუფის წევრი.
ფოტო არ ასახავს რეალობას