გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ოქტომბერს 10:00-დან 18:20 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს რუსთავში თოდრიას, ლესელიძის, მარჯანიშვილის, ქუჩიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 14:00 საათამდე - კოსტავას, მშენებელთა, ნიკოლაძის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.