"ყველასთვის კარგად ნაცნობ ჩომახას კიდევ უფრო მეტად "ჰერალდის" პატარა ჟურნალისტები გაცნობენ", - "ინფო რუსთავის" ხელმძღვანელი და ჟურნალისტი გიორგი ჩომახაშვილი პატარა ჟურნალისტებმა მედიაცენტრ "ჰერალდის" გადაცემა "Herald Kids"-ში მიიწვიეს.
გადაცემის წამყვანებმა გიორგი ჩომახაშვილს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს და ეცადნენ, რუსთაველებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ჟურნალისტი, მაყურებლისთვის სულ სხვა კუთხიდან ეჩვენებინათ.
პატარების კითხვები ძირითადად გიორგი ჩომახაშვილის ავტობიოგრაფიასა და მის პროფესიულ გამოცდილებასთან იყო კავშირში. როგორც "Herald Kids"-ის პროდიუსინგის წარმომადგენლებმა ჩაწერის დასასრულს აღნიშნეს, გადაცემის სტუმრები სხვადასხვა პროფესიაში წარმატებული რუსთაველები არიან, მათი თქმით, "ინფო რუსთავის" დამფუძნებელიც სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს.
გადაცემის წამყვანებმა ჯერ არ იციან, სამომავლო პროფესიად ჟურნალისტიკას აირჩევენ თუ არა, თუმცა, ამბობენ, რომ გიორგი ჩომახაშვილთან საუბრის შემდეგ ამ საკითხზე იფიქრებენ.
"Herald Kids"-ის სრული ვერსიის სანახავად, შეგიძლიათ მიჰყვეთ მითითებლ ბმულს.