რუსთავში გარე განათების სისტემის მოწესრიგება გრძელდება

2019-10-07 16:14:48

რუსთავში გარე განათების სისტემის მოწესრიგება გრძელდება. რეაბილიტაციის პროცესი ამ ეტაპზე კოსტავას გამზირზე მიმდინარეობს, სადაც დაზიანებულ სანათებს ახლით ცვლიან.

ტექნიკურ სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განათების სისტემა რუსთაველის ქუჩაზე შეცვალა, სადაც 90-მდე ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათი განთავსდა.

ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრი" აღნიშნულ სამუშაოებს მთელი ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განახორციელებს.