რუსთავი-თბილსის მაგისტრალზე მანქანა დაიწვა [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა.
მანქანაში 6 ადამიანი იმყოფებოდა, მათ ავტომობილიდან გადმოსვლა დროულად მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მაგისტრალზე საავტომობილო გადაადგილება დაახლოებით 20 წუთი შეფერხებული იყო, ამ დროისთვის ავტობანზე მოძრაობა ტავისუფალია.