რუსთავის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებით მიმდინარეობს.
"რუსთავსერვის ცენტრმა" ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე არსებული შავი ფიჭვის ხეები იწამლება. წიწვოვანი ნარგავები სოკოს დაავადების საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად უსაფრთხო პრეპარატით მუშავდება.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში განაშენიანებული შავი ფიჭვის ხეები დაავადებული აღმოჩნდა. ხეებს სოკოვანი დაავადება გამოუვლინდა.
სანიტარიულ ღონისძიებებს "რუსთავსერვის ცენტრი" "სურსათის ეროვნული სააგენტოს" წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს.
შავი ფიჭვი რუსთავში დაარსების დღიდან არსებობს, ხე-მცენარეები ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ ქუჩაზეა დარგული.