მალხაზ მაჩალიკაშვილი რეგიონებში ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს.
პროცესი დღეს რუსთავში მიმდინარეობს. ის ამ ხელმოწერების საფუძველზე პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოუძიებია მისი შვილის მკვლელობის საქმე და ის ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ აიძულოს ხელისუფლება თემირლანის საქმე გამოიძიოს.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი 2018 წლის ბოლოს შეიტანეს.