გიგი უგულავა რუსთავის კათოლიკურ ეკლესიაში [video]

2019-10-05 19:19:55

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რუსთავში, კათოლიკურ ეკლესიაში ღვთიური გულმოწყალების დღესთან დაკავშირებით ლიტურგიას დაესწრო და მრევლს დღესასწაული მიულოცა. [ვიდეო/video]

"პირველ რიგში, მინდა ყველა მორწმუნე კათოლიკეს მივულოცო მოწყალების დღე. ძალიან ნიშანდობლივი და საინტერესო ტრადიციაა. როგორც მოციქული იაკობი ამბობს, მოწყალება მსჯავრზე უფრო მეტია. ძირძველი ქართული ტრადიცია არის ის, რომ სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობები მშვიდობიანად თანაარსებობენ და რელიგიური მრავალფეროვნება არის სწორედ ჩვენი სავიზიტო ბარათი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავასთან ერთად, მრევლს დღესასწაული მიულოცა "ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის ლიდერმა ნინო იმედაშვილმა.