დუმბაძისა და გაგარინის ქუჩების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. სამუშაოების ფარგლებში დაიგო ასფალტი, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა და მოეწყო ბორდიურები. დაზიანებული გზის საფარი, აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის პრობლემას წლების განმავლობაში წარმოადგენდა. ქუჩების კეთილოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი იხარჯება.