"ივერია ბრილიანტი" 2019

2019-10-01 14:58:29

რუსთავში შშმ პირთა სიმღერის და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალის „ივერია ბრილიანტის“ კონკურსი გაიმართა.

ფესტივალში საქართველოს გარდა მონაწილეობს უკრაინა, ისრაელი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, პოლონეთი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

ფესტივალის კონკურსი გაიმართა რუსთავის კულტურის სახლში, ხოლო კონცერტს 6 ოქტომბერს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

"ეს ფესტივალი დავიწყეთ არა მხოლოდ შშმ პირთა სოციალიზაციის გამო, არამედ ყველა ადამიანისთვის, რადგან ვისწავლოთ მათთან ურთიერთობა. ეს ადამიანები არიან ძალიან ნიჭიერები, აქედან გამომდინარე ამ ფესტივალის მეშვეობით ხდება მათი თავმოყრა, მათი ნიჭის გამოტანა საზოგადოებაში და იმის თქმა, რომ არაფერია შეუძლია. ფესტივალი შშმ პირთა ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება და, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზანად" - "ინფო რუსთავთან" საუბრისას "ივერია ბრილიანტის" დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. 

ფესტივალში სულ 42 ბენეფიციარი მონაწილეობს. გამარჯვებულებს 9 წევრისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს და ისინი შეარჩევენ კანდიდატებს, რომლებიც უკრაინაში და აზერბაიჯანში გაემგზავრებიან მსგავს ფესტივალზე.