უფასო სკრინინგ პროგრამა რუსთავში [photo]

2019-10-05 14:37:22

რუსთავში უფასო სკრინინგული კვლევების პროგრამა ამოქმედდა.

5 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით (გარდა 6 ოქტომბრისა), მოქალაქეებს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში უფასო გამოკვლევების ჩატარების საშუალება მიეცემათ. გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა მსურველებს 10:00-დან 17:30 საათამდე ექნებათ.

პროგრამის ფარგლებში მოქალაქეები პაპილომა ვირუსის შემოწმებასა და მამოგრაფიული გამოკვლევების ჩატარებას შეძლებენ. ვირუსზე შემოწმება 40-დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მყოფ პირებს შეეძლებათ, ხოლო მამოგრაფიული გამოკვლევით 25-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეები ისარგებლებენ.

პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის თანადგომით ხორციელდება. მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეს გამოკვლევები რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს ჩაუტარდათ.