რუსთავში, მიწიდან წყალმა ამოხეთქა

2019-10-04 13:44:08

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, საავტომობილო გზაზე წყლის მილი გასკდა. ადგილზე წყალმა დიდი წნევით ამოხეთქა.

დაზიანებულია ასფალტის საფარი და დატბორილია რამდენიმე კორპუსთან მისასვლელი გზა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ინფო რუსთავი კომპანია რუსთავის წყალს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და ტექნიკური ჯგუფი დაზიანების ადგილზე სარემონტო სამუშაოებს ცოტა ხანში დაიწყებს.