არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები

2019-10-04 12:53:04

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი“, სპეციალურად დამუშავებული რისკის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული მიკროავტობუსის დეტალური დათვალიერების შედეგად, 3700 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ალკოჰოლური სასმელები აღმოაჩინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.