რუსთავში, პოლიციამ რამდენიმე ქუჩაზე, დღის საათებში ერთდროულად 5 მამაკაცი დააკავა [ვიდეო/video]
შსს-მ დაკავების ღონისძიება XIX მიკრორაიონში, მეგობრობის, ლეონიძისა და ტაშკენტის ქუჩებზე ჩაატარა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მამაკაცები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოდანაშაულს გულისხმობს".