მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-10-02 23:47:20

3 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 3 ოქტომბერი +28°C, 4 ოქტომბერი +27°C, 5 ოქტომბერი +28°C, 6 ოქტომბერი +28°C.