ინციდენტი რუსთავის სკვერში

2019-10-02 21:31:36

ინციდენტი მოხდა რუსთავში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მუსიკალური სკოლის მიმდებარედ, სკვერში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით 7 წლის ბავშვს ზურგში ფეხი ასაკით უფროსმა ბიჭმა ჩაარტყა.

ბავშვი შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.

სასწრაფოს ექიმებმა პაციენტს დახმარება ადგილზე გაუწიეს, ბავშვმა თავი უკეთ იგრძნო და მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ მომხდარა.