მშობლები დირექტორს 2 დღიან ვადას აძლევენ

2019-10-02 21:58:43

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი, პროტესტის ნიშნად, საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება. 

მე-5 სკოლის მოსწავლეების მშობლები, იმ მეექვსეკლასელი გოგონას მიმართ, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. მშობლები "ინფო რუსთავთან" აცხადებენ რომ აუცილებელია სკოლამ და სამინისტრომ ადეკვატური გადაყვეტილება დროულად მიიღოს და სკოლაში არსებული დაძაბულობა განმუხტოს.

მშობლები სკოლის დირექტორს პრობლემის მოსაგვარებლად 2 დღიან ვადას აძლევენ. მათი თქმით თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ისინი აქციებს განაახლებენ.

მშობლები ამბობენ, რომ შვილების სკოლაში გაშვების ეშინიათ რადგან საფრთხე ამ დრომდე არსებობს.

#5 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, რაც ცემას ან სხვა სახის დაზიანების მიყენებას გულისხმობს.