რუსთავის თეატრის პროგრამა

2019-10-02 17:50:41

3 ოქტომბერს, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი, 53-ე სეზონს, თეატრალური კვირეულით გახსნის, სადაც ყველა იმ სპექტაკლს წარმოადგენს, რომელიც გასულ სეზონზე დაიდგა.

3 ოქტომებერს, 12.00 სთ-ზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში, დასი სოსო ნემსაძის მიერ დადგმულ სპექტაკლს, "დონ ჟუანი" (ჟან-ბატისტ მოლიერი) წარმოადგენს.

კვირეულის ფარგლებში მაყურებელს, კიდევ 6 სპექტაკლის ნახვის საშუალება ეძლევა, ესენია: 4 ოქტომბერი - "ელექტრიკოსი" რეჟ. გიორგი ქანთარია, 5 ოქტომბერი - "შეშლილის წერილები" - რეჟ. სოსო ნემსაძე,  7ოქტომბერი - "თამაში სხვათა საწოლებში"  რეჟ. ლარისა ხაჭაპურიძე, 8 ოქტომბერი - "დაბადების დღე" რეჟ. სოსო ნემსაძე, 9 ოქტომბერი -"დილამშვიდობისა ასდოლარიანო" რეჟ. ქეთი დოლიძე. თეატრალურ კვირეულს 10 ოქტომბერს, გასული სეზონის ბოლოს დადგმული სპექტაკლ-პერფორმანსი "ფოლადი" დაასრულებს, რომლის იდეის ავტორი და რეჟისორი, რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა. აღსანიშნავია რომ 52-ე სეზონიც თეატრალური კვირეულით დასრულდა და ერთგვარ ტრადიციად იქცა, სეზონების გახსნა დახურვა შემაჯამებელი რეპერტუარით. კვირეულის დასრულების შემდეგ, რუსთავის თეატრის დასი, სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად, პრემიერაზე მუშაობას განაგრძობს, რომელსაც მაყურებელი უკვე ოქტომბრის ბოლოს იხილავს.