რუსთავში, ლიფტში ქალი გაიჭედა [video]

2019-10-01 22:03:23

რუსთავში, VII მიკრორაიონში, ერთერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტში ქალი გაიჭედა. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით ლიფტი მოძრაობის დროს დაზიანდა, რამდენიმე სანტიმეტრით ჩამოვარდა, დაიწვა სადენები და იყო დაკვამლიანება.

გაჭედილ ლიფტში, დაახლოებით 20-25 წუთი, 42 წლის ქალი იმყოფებოდა. იგი ცდილობდა დაკავშირებოდა ოჯახის წევრებს და ასევე შველას ითხოვდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა.

რამდენიმე წუთში ლიფტის კარი გახსნეს და ქალი ლიფტიდან უვნებლად გამოიყვანეს.