უცნობმა პირმა ურნა დაწვა

2019-10-01 19:26:46

მეგობრობის გამზირზე უცნობმა პირმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნა დაწვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა თუმცა ურნა თითქმის მთლიანად დაიწვა.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნა პლასტმასის არის, გარედან მასზე გაკრულია შესაბამისი საინფორმაციო სტიკერები, რომელიც ურნის მომხმარებელს აფრთხილებს რომ ანთებული სიგარეტი არ უნდა ჩააგდონ, თუმცა სამწუხაროდ აღნიშნულის გათვალისწინება არ ხდება.

ქალაქის მასშტაბით, ცენტრალურ ქუჩებზე უკვე 10-მდე ურნა დაიწვა.