რუსთაველებს რუსთავში დაბრუნება უჭირთ

2019-10-01 18:44:40

რუსთაველებს რუსთავში დაბრუნება უჭირთ.

თბილისში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სადგურთან მიკროავტობუსს 60-მდე მგზავრი ელოდება.

"ინფო რუსთავს" მგზავრები დაუკავშირდნენ და პრობლემის შესახებ აცნობეს.

"უკვე 30 წუთია აქ ვართ და ჯერ მიკროავტობუსი არ მოსულა, ხალხი კი ემატება. წეღან მოვიდა მიკროავტობუსი და რამდენიმე წამში გაივსო", აცხადებს მგზავრი.

"ინფო რუსთავი" კომპანია "ინტერტრანსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა რომ - "მე თავად ვმგზავრობ ახლა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით. დაახლებით 1 საათი და 20 წუთია რაც გზაში ვარ. ახლა არის პიკის საათი შესაბამიად დედაქალაქში ამ პერიოდში არის საცობი. ის რომ მიკროავტობუსები დროულდ ვერ ახერხებენ დანიშნულების ადგილამდე მისვლას მიზეზი არის გადატვირთული მოძრაობა. დღეის მდგომარეობით 205 მიკროავტობუსი ემსახურება მგზავრებს".