ავტობუსები რუსთავი-თბილისის მარშრუტზე

2019-10-01 18:27:04

რუსთავის მერია რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, მგზავრთა გადაყვანაზე M3 კატეგორიის ტრანსპორტზე კონკურსს აცხადებს. კონკურსანტებმა რუსთავი-თბილისის მგზავრთა გადაყვანაზე, საკონკურსო პირობებით  გათვალისწინებულ სხვა კრიტერიუმებთან ერთად,  ევრო 6 ემისიის სტანდარტის, ან ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტი უნდა წარმოადგინონ. საკონკურსო პირობების მიხედვით, 90 თეთრიდანდან 1,20 ლარამდეა განსაზღვრული, ტრანსპორტით სარგებლონბის მაქსიმალური და მინიმალური ნიხრი, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსზე განაცხადის შემოტანის მსურველმა პრეტენდენტებმა, ტრანსპორტის საფასური ამ შუალედში უნდა განსაზღვრონ.

საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსის დასრულების შემდეგ, გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია, მგზავრთა გადაყვანას რუსთავიდან თბილისის მიმართულებით  შემდეგი მარშრუტით მოახდენს: გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია – ხალხთა მეგობრობის გამზირი –ჟ.შარტავას გამზირი – რუსთავის გზატკეცილი (ქვემო ფონიჭალის დასახლება) - ვახტანგ გორგასლის ქუჩა- დ. გულიას ქუჩა- რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა- ნავთლუღის ქუჩა- ვაჟა ჩაჩავას ქუჩა-აწყურის ქუჩა- კახეთის 1-ლი შესახვევი- ნავთლუღის ქუჩა, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. ანალოგიურ მარშრუტს (ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია-ნავთლუღის ქუჩა-რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა-დიმიტრი გულიას ქუჩა-გულიას მოედანი-ვახტანგ გორგასლის ქუჩა-რუსთავის გზატკეცილი- ჟ. შარტავას გამზირი – ხალხთა მეგობრობის გამზირი – გმირთა მოედანის მიმდებარე ტერიტორია.)  გაივლის თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მომავალი მგზავრიც.

კონკურსი დღეს გამოცხადდა, პრეტენდენტთა განაცხადების მიღება ხვალიდან, 2 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებ  გვერდზე, შემდეგ ბმულზე.

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს