ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-10-02 19:28:01

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, შარტავას ქუჩაზე.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით 17 წლის გოგონა მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.

დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"გოგონას მარცხენა ბარძაყის მედიალურ ზედაპირზე დიდი ზომის ნაფლეთოვანი ჭრილობა აღენიშნება, როგორც თავად აცხადებს რკინის საგანს შეეჯახა. ჩაუტარდა ტრამვატოლოგის კონსულტაცია, ჭრილობის პირველადი ქირურგიული დამუშავება, ასევე ტკივილგამაყუჩებელი და ინფლუზიური თერაპია. ამ დროისთვის მას ტკივილები აღარ აქვს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმმა, ელისო დვალმა.

ამ დროისთვის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.