ლეონიძის ქუჩა ქვეითთათვის ადაპტირდა

2019-09-30 14:52:49

რუსთავში, ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ზებრა გადასასვლელები ეწყობა.

სამუშაოები ამ ტაპზე ლეონიძის ქუჩაზე საავტომობლო გზაზე მიმდინარეობს. პროცესს ადგილზე გაეცნო რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელი. გიორგი გოროზიას თქმით, აღნიშნულ ქუჩაზე 2 ზებრა გადასასვლელი დაიხაზება.

"ქვეითთა ძირითადი გადაადგილების მიმართულების გათვალისწინებით, ლეონიძის ქუჩაზე, "ზებრა" გადასასვლელები იხაზება. საგზაო მონიშვნების დატანის შემდეგ, ფეხით მოსიარულეებს უკვე მე-4 საჯარო სკოლის  მიმართულებით უსაფრთხო გადაადგილება შეეძლებათ" - აცხადებს სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია.

რუსთავსერვის ცენტრის ინფორმაციით, საგზაო მონიშვნის სამუშაოები საჭიროებისამებრ, მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.