გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია

2019-09-29 14:14:50

რუსთავში, გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში მეგობრობის გამზირზე არსებულ სკვერში გარე განათების სისტემა განახლდა. რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლებმა დაზიანებული სანათები ახლით ჩანაცვლეს.

ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას მერიის ა(ა)იპ ,"რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს. ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.